კითხვა: დავკარგე ელ.ფოსტის პაროლი და როგორ შეიძლება დავიბრუნო ექაუნტი?
პასუხი: ექაუნტზე დავიწყებული პაროლის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციისას მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე, თუ ელ.ფოსტაზე წვდომა დაკარგეთ პაროლის აღდგენის სხვა საშუალება არ არსებობს. ერთადერთი შესაძლებლობა ელ.ფოსტის გამოცვლისა არის ადმინისტრატორტან პირადად გასაუბრება. გასაუბრებისათვის აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ოფისში, ტელეფონზე და მიმოწერით გასაუბრება არ ხდება. ოფისი მდებარეობს თბილისში, რუსთაველის გამზ. 31 (ტელეგრაფის შენობა რედისონის გვერდით). მოსვლაზე წინასწარ შეუთანხმდით ადმინისტრატორს.
კითხვა: GM Skype-ში დამიმატებ?
პასუხი: GM-თან ურთიერთობისათვის არსებობს მხოლოდ ერთი სწორი ფორმა: რეპორტის ფორმიდან წერილის გაგზავნა. რეპორტის ფორმიდან მოწერილი წერილები კონტროლდება და ყველა თამაშის მენეჯერი ვალდებულია ამ ფორმით მიღებულ შეტყობინებაზე აუცილებლად გასცეს პასუხი. დანარჩენი სხვა ურთიერთობის ფორმებია არაოფიციალურია და თამაშის მენეჯერი არაა ვალდებული წაიკითხოს, უპასუხოს ან გაარჩიოს მოთამაშესთან რაიმე საკითხები.
კითხვა: GM როდის გაასწორებთ ამ სკილს?
პასუხი: თუ გინდა მალე გასწორდეს მოიძიე სარწმუნო წყაროებზე ინტერნეტში ინფორმაცია თუ როგორ უნდა მუშაობდეს ესა თუ ის სკილი, შეადარე როგორ მუშაობს ეხლა და დასურათებული თავისი ზუსტი აღწერილობით გამოუგზავნე GM-ს. თამაშის მენეჯერები საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ ინფორმაციის მოდზიებასში და შემოწმებაში, რაც უფრო მოგვეხმარები მით მალე გასცორდება სკილი.
კითხვა: GM პირველი იმან მითხრა ცუდი სიტყვა და რატომ დამბანე მეც?
პასუხი: GM არასოდეს არ დაიწყებს გარკვევას ვისი ბრალია, ვინ დაიცყო და ვინ დაამთავრა. წესები არეგულირებს ცალსახად მოთამაშის მოქმედებას თამაშში და არა მოთამაშის მოქმედებას სხვა მოთამაშის მოქმედებიდან გამომდინარე. წესების დარგვევაზე სასჯელი გაფრთხილების მიცემიდან სერვერზე წვდომის აკრძალვამდეა, გამომდინარე იქიდან რამდენად შეგნებულად არღვევს მოთამაშე წესს და მხოლოდ ამის მერე უკვე ჩადენილი დანაშაულიდან.
კითხვა: როგორ უნდა გავხდე GM?
პასუხი: GM-ად ხდებიან ისინი ვინც უანგაროდ ეხმარება მოთმაშეებს თამაში პროცესის ასათვისებლად, იცავს თამაშის წესებს არა მარტო თვითონ არამედ სხვებსაც მოუწოდებს მუდმივად, აქვეყნებს ფორუმზე სტატიებს, გვწერს რეპორტებს წესების დარგვევაზე, გვეხმარება არმოჩენილი უზუსტობების გამოსწორებაში, გვაწვდის ჩამოყალიბებულად და სწორად გარჩეულ შენიშვნებს თამაშის ფუნქციონალზე, ცდილობს გატესტოს ის რაც სხვა მოთამაშეებს ეზარებათ. ყველა თამაშის მენეჯერი ვინც დღესდღეისობით სერვერებს ემსახურება არიან 25 წელზე ზევით, შრომისმოყვარე, სანდო და პატიოსანი თანამშრომლები. GM-ის წოდება მიიღეს სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი დამსახურებით.
კითხვა: სხვა სერვერიდან ჩარები გადმოგაქვთ?
პასუხი: სამწუხაროდ არა. ჩვენი მიზანი არაა სხვა ქართული სათამაშო სერვერების "დაძირვა" და არაჯანსაღი კონკურენცია. თუ რომელიმე სერვერის ადმინისტრატორი გადაწყვეტს ჩვენთან თანამშრომლობას შეუძლია მოგვწეროს თავისი შემოთავაზებები.
კითხვა: დონატორობა აფუჭებს სერვერს?
პასუხი: სათამაშო სერვერის მოვლა და პროექტის შენარჩუნება ყოველთვის გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენ არ ვაკეთებთ მოკლე ვადიან პროექტებს, ამიტომ ხარჯების დასაფარავად დონატორობის სისტემაა შემოღებული. გამომდინარე იქიდან რომ გვაქ რამდენიმე წლიანი გამოცდილება ამ საკითხში, მაქსიმალურად ვეცდებით არ დავარღვიოთ ბალანსი იმ კატეგორია მოთამაშეებს შორის ვისაც ააქვს და არ აქვს დონატორობის შესაძლებლობა.
კითხვა: GM დღეს ჩემი დაბადების დღეა, მეკუთვნის რამე?
პასუხი: დიახ, გეკუთვნის მხურვალე მოლოცვა GM-გან. გილოცავ!
კითხვა: GM მართალია რომ ბაგით ნივთების "დათრევა" არის შესაძლებელი?
პასუხი: მართალია და ნივთებთან ერთად ბანსაც "დაითრევ"!
კითხვა: GM შეგიძლიათ მომცეთ ბოლო დონის იარაღი?
პასუხი: კარაქიანი პური არ გინდა?
კითხვა: GM გცალია?
პასუხი: მეკაიფები?
კითხვა: s
პასუხი: