პროგრამის შესახებ
TeamSpeak არის არის რეალურ დროში სასაუბრო პროგრამა. თუ კომპიუტერზე გაქვთ მიერთებული მიკროფონი და ყურსასმენი შეგიძლიათ შეუზღუდავი დროით ონლაინში ესაუბროთ ერთმანეთს.
ციხის გარემოცვისას, კლანური ორთაბრძოლებისას, ჯგუფური ქვესტების შესრულებისას და სხვა ისეთ მომენტებში როდესაც ძირითადად კონცენტრირება ხდება სათამაშო პროცესზე და დრო არ რჩება ჩატის ფანჯარაში წერა-კითხვისათვის გამოგვადგება
TeamSpeak პროგრამა.
ალიანსის და კლანის ლიდერებმა შეგიძლიათ პერმამენტულად დაარეგისტრიროთ
TeamSpeak-ის სალაპარაკო არხი. ამისათვის უნდა მოგვწეროთ წერილი
დახმარების ფორმიდან. წერილში ახსენით არხის შექმნის დანიშნულება (კლანისთვის, ალიანსის...), მიუთითოთ არხის ზუტის სახელი (დიდი და პატარა ასოებით) და მიუთითოთ არხის მორდერატორი (ასევე დიდი და პატარა ასოებით). მოდერატორს მიეცემა უფლება შექმნას დამხმარე სასაუბრო არხები, გააჩუმოს, გააძევოს ან დაბლოკოს თავისი არხის წევრები. თუ სურვილი გაქვთ მოგვაწოდეთ თქვენი არხისთვის ლოგოც.
რეგისტრაცია და მოხმარება უფასოა.
დაყენება
- გადმოიწერეთ TeamSpeak 3 პროგრამის საინსტალაციო ოფიციალური საიტიდან: download.teamspeak.com
- დააინსტალირეთ და გაუშვით TeamSpeak 3 Client.
- პროგრამის მენიუში Connections აირჩიეთ Connect ან დააჭირეთ ცხელ ღილაკს Ctrl+S
გამოსულ ფანჯარაში შეავსეთ ველები:
- Address: ველში მიუთითეთ სერვერის მისამართი ts.predator.ge
- Nickname: ველში შეიყვანეთ თქვენი პერსონაჟის სახელი
- Server Password: ველის შევსება აუცილებელი არ არის
დააჭირეთ ღილაკს Connect რომ განახორციელოთ სერვერთან კავშირი:
თავდაპირველად თქვენ ხვდებით საერთო სასაუბრო არხში "სადარბაზო", შემდეგ თქენ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი არხი, მიუერთდეთ და ელეპარაკოთ ამ არხის წევრებს.
იმისათვის რომ პირდაპირ თქვენ არხში მოხვდეთ კონექციის ფანჯარაში მიუთითეთ არხის მთლიანი გზა და არხის პაროლი როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე:
კონკრეტული არხის წევრები ვერ ხედავენ სხვა არხებში მყოფთ თუ არ არიან ამ არხში გაწევრიანებულები.
თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ არსებული არხები შეგიძლიათ დროებით შექმნათ ახალი. დროებითი არხი გაუქმდება ავტომატურად როდესაც არხიდან გავა ყველა წევრი. მუდმივი არხის შესაქმნელად უნდა მიმართოთ ადმინისტრაციას.
წესები
- აკრძალულია მეტსახელად უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება;
- აკრძალულია საერთო ჩატში არანორმატიული ლექსიკის ხმარება და სხვა მოთამაშეების ან მესამე პირების შეურაწყოფა;
- აკრძალულია მუქარა, მოსაუბრეების შეცდომაში შეყვანა და ადმინისტრაციის სახელის მანიპულირება;
- აკრძალულია ჭორების, ტყუილების გავრცელება სერვერის, ადმინისტრაციის ან მოთამაშეების შესახებ;
- აკრძალულია ყვირილი, ხმაური და გამაღიზიანებელი ხმოვანი ბგერების განზრახ გამოცემა, მუსიკის გაშვება და მიტოვება;
- რეკომენდირებულია ყურსასმენის გამოყენება რადგან მიკროფონის მიერ მიღებული გარე ხმაური მიიღება დინამიკებდანაც და იქმნება ხმის გაორმაგების ეფექტი; ასევე რეკომენდირებულია სალაპარაკო ღილაკის გამოყენება რომ მუდმივად არ ისმოდეს ხმაური;
- გამოიჩინეთ პატივისცემა საუბრისას. დაელოდეთ სანამ მოსაუბრე დაასრულებს ფრაზას. არ შეუშალოთ ხელი ერთმანეთს;
- წესების არცოდნა არავის არ განთავისუფლებთ საჯელისაგან. ადმინისტრაციას უფლება აქვს აუკრძალოს სალაპარაკო სერვერზე შემოსვლა ყველას ვინც ამ წესებს არ დაიცავს;