დონატორობა შესაძლებელია განახორციელოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან რომელიც ეკუთვნის:
"თიბისი ფეი" ქსელს.
უპირატესობები:
გადახდის პუქტების სიმრავლე: მაღაზიები, სუპერმარკეტები, სავაჭრო თუ სხვა დაწესებულებები:
TBC PAY-ს ტერმინალების განლაგების ადგილები
არაა საჭირო ბანკის რიგში დგომა და დროის დაკარგვა;
არაა საჭირო პირადობის მოწმობა და გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;
გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ დროს (24საათი -7დღე);
ბალანსის ასახვა სერვერებზე ხდება მომენტალურად;
ქვევით მოყვანილია თვითმომსახურების ავტომატით სარგებლობის ინსტრუქცია, სად აისახება გადმორიცხული თანხა და როგორ ხდება ბალანსის განკარგვა საინფორმაციო სისტემაში:
1. თვითმომსახურეობის ავტომატის ინტერფეისი მაქსიმალურად მარტივია და გასაგები. პირველ ფანჯარაში ვირჩევთ
"ინტერნეტ სერვისი, კომერცია და გართობა" უბრალო თითის დაჭერით ეკრანზე:
2. მეორე ფანჯარაში ვირჩევთ ვაწვებით ღილაკს
"თამაშები":
3. მესამე მოვძებნით "PREDATOR"-ის ლოგოტიპს
4. მეოთხე ფანჯარაში ეკრანზე გამოსახული კლავიატურის მეშვეობით შეგვყავს ექაუნტის (და არა პერსონაჟის)სახელი და ვაწვებით ღილაკს
"enter"
5. თუ სწორედ გაქვთ მითითებული ექაუნტის სახელი ეკრანზე დაინახავთ თვენ პერსონაჟებს (პერსონაჟების სურათები აღებულია ნიმუშებიდან, ნუ გაიკვირვებთ თუ მათ არ აცვიათ ის საჭურველი და არ გამოიყურებიან ისე როგორც თამაშში).
ვრწმუნდებით რომ მართლაც ჩვენ ექაუნტზე ვახორცილებთ ოპერაცის და კვლავ ვაწვებით ღილაკს
"წინ"
6. მეხუთე ფანჯარაში საჭიროა ავტომატს მივაწოდოთ თანხა. როგორც კი შევაცურებთ სასურველ კუპიურას აპარატი ეკრანზე აჩვენებს მის ნომინალს. სასურველი თანხის მიწოდების შემდეგ ვაწვებით ღილაკს
"გადახდა"
7. მერვე ფანჯარაში ეკრანზე ხდება ჩვენს მიერ განხორციელებულ ოპერაცის დადასტურება და ავტომატი გვიბეჭდავს ჩეკს. ჩეკის შენახვა აუცილებელია.