შუასაუკუნეების ზღაპრული ქვეყანა, სავსე საოცრებებით, თავისი საიდუმლოებებით, საშიში მონსტრებით და გმირებით გელოდებათ ამ თამაშში!
Lineage 2 მრავალმომხმარებლიანი ბოლო თაობის თამაშია, რომელშიც ერთდოულად რამდენიმე ათას მოთამაშეს შეუძლია თამაში. თამაშის მსვლელობისას თქვენი მოქმედი პერსონაჟი აგროვებს გამოცდილებას და ითვისებს ახალ შესაძლებლობებს. დროთა განმავლობაში მისთვის შესაძლებელი ხდება სულ უფრო და უფრო ახალი ახალი იარაღები გამოიყენოს. თქვენი ნებაა, იქნებით მაგი თუ მეომარი ჩაერთვეთ მონსტრებთან ბრძოლაში თუ კლანებსშორის ბატალიებში.
Lineage 2-ში თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ "რაიდ ბოსებთან" ბრძოლაში. ამ შემთხვევაში რამდენიმე ათეულ მოთამაშის შეთანხმებული ჯგუფური იერიშით შეიძლება მხოლოდ მიზნის მიღწევა. ასევე თქვენ შეიძლება მოხვდეთ ციხე-სიმაგრეების აღების ბატალიებში თავდამსხმელი ან დამცავი კლანის, ან მათ ალიანსების მხარეს. შეგიძლიათ გაზარდოთ პატარა დრაკონის ბარტყი დიდ მფრინავ გველეშაპამდე რომლის ზურგზეც შეჯდებით და იფრენთ მთელი ლაინეიჯის სამყაროს თავზე!
ყველაფერი ეს შეიძლება არც ისე მიმზიდველი ყოფილიყო რომ არა თანამედროვე სამგანზომილებიანი გრაფიკის შესაძლებლობები რომლის საშუალებითაც მოხერხდა ლაინეიჯის სამყაროს ვირტუალური რეალობად ქცევა. აი რას ამბობენ თამაშის შემქმნელები: -"ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა რეალური სამგანზომილებიანი ქვეყანა სადაც ბუნება, მონსტრები თქვენი გმირები და ბატალიები გვეცია იმდენად რეალისტურად რამდენადაც ეს შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიებით. გაკეთების პროცესში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა ციხე-სიმაგრეების აღების სცენებს სადაც მონაწილეობას იღებდნენ კატაპილტები და უშველებელი გოლემები რომ რაც შეიძლება დეტალიზებული ყოფილოყო და კონკურენცია გაეწია სხვა თამაშებისადმი. დეტალიზაციამ საშუალება მისცა თამაშს ადვილად განათავსო პერსონაჟი სტრატეგიულ ადგილებზე და მფრინავ დრაკონზე მჯდომმა შეხედო კიდევას სიხის აღებას ციდან".
ლაინეიჯის სამყარო მოიცავს 2 კონტინენტს. ამ კონტინენტებზე არსებობს სამი ძლიერი სახელმწიფო. "ადენი" ახალი სახელმწიფოა რომელიც "რაულია"-ს შემდეგ შეიქმნა როდესაც ახალგაზრდა მეფემ ჩაახშო სამოქალაქო ომი. "ელმორი" სამხედრო სუპერსახელმწიფოა, განლაგებულია კონტინენტის სამხრეთ ნაწილში და ის პირდაპირი შთამომავალია ძველი Elmore-ერების. "გრაცია" განლაგებულია ოკეანის გასწვრივ დასავლეთით. იქ ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ბრძოლა სამეფო ტახტისათვის. სამივე სახელმწიფოში ყოველი კუთხე ცდილობს დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ამაში მდგომარეობს სახელმწიფოების არაა სტაბილურობა და მმართველობის სუსტი მხარე.
სწორედ ამ ხაოსში მოხვდებით თქვენ. Lineage 2-ში თქვენი პერსონაჟის განვითარება არაა საბოლოო მიზანი. უფრო სწორერედ ეს ინსტრუმენტია თქვენს ხელთ რომ მოიპოვოთ ძალაუფლება და გახდეთ კანონიერი ხელმწიფე და თქვენივე ხელით დაწეროთ ისტორია.