რა უნდა მოვიმექმედოთ რომ GM-მა გვიპასუხოს

მოკლე ინსტუქტაჟი იმისა თუ რა უნდა მოიმოქმედოთ იმისათვის რომ GM-მა დადებითი რეაგირება მოახდინოს თქვენს შეტყობინებაზე.


  • თუ გინდა რომ GM-მა გიპასუხოს, არა საჭირო დაწერო საერთო, სავაჭრო, კლანის ან გმირის ჩატში, ასე მხოლოდ ნერვებს მოიშლით და ფლუდისათვის დაისჯებით. GM-ს უნდა მიწეროთ საიტზე არსებული სპეციალური რეპორტის ფირმიდან.

  • GM-ს უნდა მივწეროთ მხოლოდ კონკრეტულ პრობლემაზე ან პრობლემის მიზეზზე და მეტი არაფერზე. GM-ს არ აინტერესებს თქვენი ფეხის ზომა, ამინდის პროგნოზი, რომელ სკოლაში სწავლობთ, სად ცხოვრობთ ან კიდევ რა ფასებია თბილისში ბინებზე - მხოლოდ პრობლემა!

  • რეპორტის ფორმაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ელ.ფოსტის მისამართი, თქვენი ექაუნტი და სათამაშო პერსონაჟის სახელი.

  • არ ღირს სცადოთ მოისყიდვის მიზნით GM-ს შესთავაზოთ ადენები ან რამე, ეს არ გავა, მას მაინც თქვენზე მეტი აქვს.

  • არ დაემუქროთ GM-ს ანგარიშსწორებით რეალურ ცხოვრებაში, ამის შემდეგ მას ეკარგება სურვილი დაგეხმაროთ და უჩნდება სურვილი თქვენი პერსონაჟი დაბლოკოს (Ban).

  • GM-ი როგორც ექიმები, პასუხისმგებელნი არიან თამაშის სხვადასხვა ასპექტებზე. ერთი წესების დაცვას აკონტროლებს, მეორე გეოდატას ამოწმებს, მესამე ქვესტებს ტესტავს, თქვენ ხომ ვერ მიხვალთ თვალის ექიმთან საყვედურით კბილი მტკივაო? - აქაც ანალოგიურია. აზრი არ აქვს მოვთხოვოთ GM-ს დაგვეხმაროს რაიმე პრობლემის გამოსწორებაში თუ მას ესეთი პრივილეგია არ აქვს.

  • არ არის საჭირო GM-ს კითხოთ თუ სად არის მეორე GM-ი ან როდის მოვა, რადგანაც ისინი ერთად არ იმყოფებიან და არ იციან ვინ რა დროს იქნება ადგილზე.

  • დაიმახსოვრეთ GM-ს აქვს 10 თითი და თეორიულად მას შეუძლია უპასუხოს ერთდროულად 10 მოთამაშეს, სამწუხაროდ შესაძლებელია მხოლოდ ერთი შეტყობინების გაგზავნა ერთ ჯერზე, რაც ზღუდავს GM-ის შესაძლებლობებს, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ რომ GM-ს არ შეუძლია უპასუხოს ყველას ერთდროულად. ჩვეულებვრივ, სანამ გიპასუხებთ მას მინიმუმ 10 დამატებითი შეტყობინება მოსდის, ამიტომ იქონიეთ მოთმინება და თუ მაშინვე არ გიპასუხათ დასმულ შეკითხვაზე არ ნიშნავს რომ დაავიწყდით.

  • ერთიდაიგივე თემაზე რამდენჯერმე მიწერა GM-ის უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, GM-ებზე საკმაოდ მტკივნეულად მოქმედებს ფლუდი და დიდი შანსია დაბლოკოს თქვენი წერილები.

  • GM-ი თამაშში ყოველთვისაა, მაგრამ არასოდეს არ ჩანს და არასოდეს არ ერევა თამაშის პროცესში. ძირითად სერვერებზე GM-ებს მხოლოდ დაკვირვების უფლება აქვთ.

  • არცერთ GM-ი არავისგან დავალებული არაა, ამიტომ თუ GM-ს თქვენი რამე ვალი მართებს - ჩათვალეთ უკვე გადახდილი აქ.