განცხადებები

Gracia FInal Reborn - Season 4


სერვერი წარმოადგენს ყველასთვის კარგად ნაცნობ ლეგენდარული Gracia Final Reborn პროექტის ასლს, რომელიც აგებულია ოფიციალურ PTS-ის ბაზაზე, Gracia Final-ის ქრონიკების სრულ სტანდარტზე.

სერვერი ტექნიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს Lineage2.ge ®
სერვერის პოპულარიზაციას, ფორუმს ურთიერთობას მოთამაშეებთან უზრუნველყოფს Salvation.ge

სერვერის გახსნა დაგეგმილია 4 სექტემბერს 18:00 საათზე


სერვერის რეიტები:


XP rates

x36

SP rates

x32

Drop Adena rates

x18

Rate Drop Items

x18

Rate Drop Spoil

x24

Rate Drop from Raid Boss

x9


საინფორმაციო სისტემა:


    საინფორმაციო სისტემის მისამართია:
    reborn.lineage2.ge ან gf.salvation.ge

    - საინფორმაციო სისტემაში შეგიძლიათ გაეცნოთ სერვერზე მოქმედ წესებს, გაიაროთ რეგისტრაცია, დავიწყების შემთხვევაში აღადგინოთ პაროლი, ნახოთ ინფორმაცია თქვენი პერსონაჟის შესახებ, დაათვალიეროთ ინვენტარი, ქვესტები, უნარები, მიიღოთ ინფორმაცია თქვენი კლანის წევრების შესახებ და სხვა.

    - საინფორმაციო სიტემიდან ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება საჭურველზე, თუ რა ბონუსებს იძლევა კონკრეტული აბჯრის ნაწილი ან მთლიანი სეტი, იარაღის ბონუსები, სპეციალური თვისებების მქონე იარაღები, ბიჟუტერია და რაიდ ბოსების ბიჟუტერიის ბონუსები, რა რესურსებია საჭირო თვითოეული ნივთის დასაკრაფტად, სად მოიპოვება რესურსები და საჭურველი. ინფორმაცია მონსტრების და რაიდ ბოსების შესახებ, სად მდებარეობენ და რა ნივთებს აგდებენ. ინფორმაცია რასების და კლასების შესახებ, საწყისი სტატები, შესაბამისი დონის სკილები და სკილების აღწერა.

    - საინფორმაციო სიტემიდან ასევე შესაძლებელია ინფორმაციის ნახვა ციხეების შესახებ, ვის მფლობელობაშია კონკრეტული ციხე, როდის არის დანიშნული ციხეზე შეტევა, ვინ უტევს და ვინ იცავს, ინფორმაცია 7 ნიშნის მდგომარეობის შესახებ და სხვა.

    გარდა ამისა საინფორმაციო სისტემაში ჩადებულია დამატებითი სერვისებიც რომელიც საშუალებას გაძლევთ უფრო მორგებული და მოხერხებული გახდეს თამაშის დამატებითი შესაძლებლობები თქვენთვის:

    • ექაუნთის IP მისამართზე მიბმა - ექაუნთის IP მისამართზე მიბმის სერვისი უფასოა. მიბმული ექაუნტი დაცულია და პაროლის ცოდნის შემთხვევაშიც ბლოკავს სხვა კომპიუტერიდან შემოსვლას.

    • სახელის შეცვლა პერსონაჟზე - თუ გსურთ გამოცვალოთ სახელი პერსონაჟზე შეგიძლით მოიფიქროთ ახალი სახელი რომელიც გამოუყენებელია თამაშში და დაარქვათ იგი თქვენს ჩარს. სერვისის განხორციელებისას ყველა სტატუსი, კლანი, მეგობრების სია რჩება ჩვეულებრივ. განსხვავებით თამაშში დაწესებული შეზღუდვისა სერვისით სარგებლობა გაძლევთ საშუალებას პერსონაჟს დაარქვათ 2 და 3 ასოიანი სახელები.

    • ელ.ფოსტის შეცვლა ექაუნთზე - სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მოთამაშეებს ვისაც სურს შეცვალოს ექაუნთის ელ.ფოსტის მისამართი. შეცვლისას სისტემა აგზავნის ორ წერილს ექაუნთის ძველ და ახალ ელ.ფოსტაზე, რომელშიც მითითებულია სპეციალური კოდები. კოდების შეყვანა აუცილებელია ოპერაციის წარმატებით დაასრულებლად.

    • სქესის შეცვლა პერსონაჟზე - ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ნებისმიერ პერსონაჟს,რომელსაც სურს სქესის შეცვლა. სერვისით სარგებლობა ეკრძალებათ კამაელის რასით მოთამაშეებს.

    • პრემიუმ პერსონაჟი - ამ სერვისით სარგებლობა მოთამაშეს მისცემს: გაორმაგებული რეიტებს, სურვილისამებრ შეცვალონ ნიკის და ტიტულის ფერი, ისარგებლონ მონსტრიდან დადროპილი ნივთების ავტომატური აღების სერვისით (ჩართვა ბრძანებით .autopickupon გამორთვა .autopickupoff), პრემიუმ სერვისის ხანგრძლივობაა 7 დღე. პრემიუმ სერვისი სხვა დამატებით პრივილეგიებს არ ითვალისწინებს.

    • მოთამაშეების მაღაზია - მოთამაშეების მაღაზიის საშუალებით შეგიძლიათ გაყიდოთ ან იყიდოთ საჭურველი და სხვადასხვა ნივთები. იმისათვის რომ შეიძინოთ თქვენთვის საურველი ნივთი საჭიროა ექაუნტის ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი თანხა. ბალანსის შევსება შეგიძლიათ როგორც სწრაფი გადახდის აპარატიდან, ასევე ნივთების გაყიდვით მოთამაშეთა მაღაზიაში.

დამხმარე ბინადარი Pixy


დამხმარე ბინადარი Pixy გამოიახება სკილით. მისი დახმარებით შეგიძლიათ:

  • დაბუფოთ - უფასოა 76 დონემდე, 76-85 დონეზე 11 000 დან -13 000 მდე. ბუფში არ შევა მაღალი და სპეციფიური დონის უნარები.

  • იყიდოთ საჭურველი - C, B და A დონის საჭურველი და სხვა დამხმარე საშუალებები ადენაზე.

  • აიღოთ პროფესია - I, II და III დონე.

  • ისწავლოთ უნარები


დამატებითი ინფორმაცია


  • ადმინისტრაციის მიერ არ გაიყიდება: A დონის ზევით აბჯარი, იარაღი, ბიჟუტერია, ეპიკური ბოსების ბიჟუტერია, გმირობა, დიდგვაროვნობა, ქვეკლასები, გაზრდილი სტატები, სკილები და ნებისმიერი საშულებები რაც გავლენას ახდებს პერსონაჟის სტატებზე.

  • აუქციონზე ლოტებად გამოვა ძვირფასი და იშვიათი ნივთები. აუქციონი გაიმართება ყოველდღე 18:00 დან 21:00 მდე Giran, Aden და Rune-ში მდებარე მენეჯერებთან. პირველ ეტაპზე საწყისი ფასი განისაზღვრა 50 000 000 ადენა

  • ბალანსის შევსება შესაძლებელი იქნება TBCpay და NOVA სწრაფი გადახდის აპარატებიდან.


დონატორობა ნებაყოფლობითია და ნებადართულია მხოლოდ სრულწლოვანთათვის.
გახსოვდეთ, სერვერზე თამაში უფასოა! დონატორობით შემოსული თანხა ხმარდება პროექტის განვითარებას!
სასიამოვნო გართობას გისურვებთ!